Thursday, June 9, 2016

გრიგოლი აფხაზეთში, უბისის ტაძრის აშენება



,გაკვეთილის მთავარი თემა
გრიგოლი აფხაზეთში,  უბისის ტაძრის  აშენება
სწავლების საფეხურები
საშუალო
მოსწავლეთა პროფილი
25
გაკვეთილის მნიშვნელობა .აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს  საფუძვლიანად შეისწავლოს გრიგოლის  მოგზაურობა აფხაზეთში, უბისის მონასტრის შესახებ
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ ამ  ტერიტორიის  პირვანდელი სახის  წარმოდგენას და განსაზღვრავენ მის შესაბამისობას ეკლესიისათვის საჭირო დამკვიდრებულ მოთხოვნებთან
წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეებმა ისწავლეს გ. მერჩულეს ,,გრ.ხანძთელის ცხოვრების ‘’ გარკვეული მონაკვეთები, გაეცვნენმკვლევართა მოსაზრებებსნააწარმოებში განხილულ  თემებთან  და  პერსონაჟებთან დაკავშირებით, ისტორიაში დაამუშავეს შესაბამისი ეპოქა და მოვლენები
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები  შეფასდებიან  წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკა.  საშუალებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, ალბომი, ,,უბისის ფრესკები’’, ინტერნეტი, ცარცი, დაფა, ვიდეო აპარატი...სლაიდი
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები 2 წთ
A ფაზა - 8 წთ.
გავახსენებ როგორ არის აღწერილი კლარჯეთის უდაბნო , მოსწავლეები გამოყოფენ  ძირითად  ნიშნებს, რომლებიც   განაპირობებენ  გარკვეულ  ტერიტორიაზე  სამონასტრო  მშენებლობას. აღვაქმევინებ გარემოს  და  ვამსჯელებ  საკითხზე, თუ რამდენად ხელსაყრელი იქნებოდა ეს ტერიტორია სამონასტრო ცხოვრებისათვის .მოსწავლე  აღწერს გრიგოლის  მოღვაწეობის  ხანას და ისაუბრებს ეკლესია-მონასტრების მნიშვნელობაზე 9 საუკუნის საქართველოში.
B  ფაზა-სიღრმისეული  წვდომა-პრეზენტაცია  1]თევდორესა და ქრისტეფორეს გაპარვა აფხაზეთში და გრიგოლის ჩასვლა იქ,  2] გრიგოლისა და დემეტრე მეფის შეხვედრა. 3],უბისის მaონასტრის აშენება. 4].კლარჯეთის უდაბნოს აღწერა.
     სადისკუსიო  კითხვა:
რატომ უნდა აერჩია ეს ადგილი გრიგოლს.
საერო და სასულიერო პირთა ურთიერთობის  ანალიზი ისტორიულ ჭრილში. 2 მოსწ.
სამონასტრო  კომპლექსის  აღწერა. არქიტექტურული  სტილი,  ფრესკები. 1 მოსწ.
თვალსაჩინოება-ალბომი, “უბისის ფრესკები’’
c ფაზა-რეფლეკსია 6წუთი
მოსწავლეები იმსჯელებენ  იმის შესახებ, თუ რა მისცა მათ ამ გაკვეთილმა, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის, როგორი მოლოდინი ჰქონდათ და რა შედეგი მიიღეს, რა ინტერესი გაუჩნდათ.
 საშინაო დავალება: 2 წუთი
საწერად: ესე-’’ ჩემი უბისა’’.ინტერნეტიდან  დამატებითი ინფორმაციის მოძიება
შეფასება: 1] საპრეზენტაციო უნარის შეფასების რუბრიკა. 2] მსჯელობაში მონაწილეობის


No comments:

Post a Comment