Monday, June 13, 2016

ცნობილი ადამიანების ხელნაწერები, ფრაზები და გამონათქვამები


პროექტის სახელწოდება;
ცნობილი ადამიანების ხელნაწერები, ხელწერები, ფრაზები და გამონათქვამები
პროექტის  მთავარი იდეა ;
მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება
პროექტის აქტუალობა ;
მათ მიერ მოპოვებულ მასალას; ფრაზებს, ხელნაწერებს, გამონათქვამებს შეუძლიათ ძალა შემატონ, აზრი შეაცვლევინონ და დაეხმარონ ყველაზე რთული დაბრკოლების გადალახვაში
პროექტის მიზნები
;
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებაში, დამუშავებასა და ორგანიზებაში,რესურსების მიზნობრივად გამოყენებას[ინტერნეტი, ელ, წერილები, მარკერები,ფორმატი,,,] მათი შესაძლებლობების ჩამოყალიბება, გეგმის შემუშავება,მშობელთა აქტიური ჩართვასასკოლო ცხოვრებაში, მათ მონაწილეობას მრავალმხრივ,უკეთესი  შედეგების მისაღწევად. ასევე მოსწავლეები გაეცნობიან ცნობილი ადამიანების, განსაკუთრებით კი ქართველი მწერლებისა და პოეტების ხელნაწერებს,ფრაზებსა და გამონათქვამებს
მონაწილეთა  ასაკი ;
14-15 წწ.
ვადები ;
6-7 დღე
მოსალოდნელი შედეგები ;
თემის მნიშვნელობისა და აქტუალობის გააზრება, საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ინფორმაციის მოძიება და რესურსის მიზნობრივად გამოყენება, კომუნიკაციის უნარის გამომუშავება,ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლება, შესაძლებლობებში გარკვევა [რა შემიძლია], მშობელთა აქტიური ჩართულობა
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები;
მხატვრული ლიტერატურა, ფოტო-სურათები,ვიდეო კამერა,ინტერნეტი, ფოტოაპარატი, მარკერები, ფორმატის ქაღალდი, სლაიდი,პროექტორი,
პროექტის მსვლელობა [აქტივობები];
მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ პროექტის თემას, ისინი  ცდილობენ გაიხსენონ რა იციან ამ  თემის გარშემო, რა უნდათ რომ იცოდნენ, სვამენ შეკითხვებს, რაც უფრო მეტად  აახლოებს  განსახილველ  თემას.
პროექტი  წარმატებული  რომ იყოს, ვგეგმავ  მიზნობეივ, ორგანიზებულ  სკოლისგარეშე  ღონისძიებას  ხელნაწერთა  ინსტიტუტში.სადაც მოსწავლეებსექნებათ საშუალება  უშუალოდ,  ვიზუალურად  დაათვალიერონ  გამოჩენილი  ადამიანების ხელნაწერები, ჩანაწერები, ფრაზები, გამონათქვამები
ჯგუფში  ვირჩევ  ლიდერს, მოსწავლეებს ვყოფ  ჯგუფებად, ყველას   ვაძლევ  შესაბამის  დავალებას,  ვუტარებ  საჭირო ინსტრუქტაჟს,  აქვთ  საჭირო  რესურსი, ნანახი  მათში  აღძრავს  მოტივაციას  მოიძიონ  დამატებითი  მასალები  გამოჩენილ  ადამიანებზე, მოახდინონ  შეგროვილი  მასალის  ანალიზი  და  შეჯერება, ეს კი  სათავეს  დაუდებს  მათი  კვლევითი  მუშაობის  განხორციელებას.ბოლოს  მოეწყობა  პროექტის  პრეზენტაცია  ვიზუალური  სახით,  რომელიც  გამყარებული  იქნება  ცნობილი  ადამიანების  შესახებ  მოძიებული  მასალებით,  ეს  ინფორმაცია  უნდა  გააცნონ  ფართო  აუდიტორიას,  რომელიც  დაეხმარება  მათ  ურთიერთთანამშრომლობითი  და  სოციალური  უნარების, ჩვევების  ჩამოყალიბებაში.
მოსწავლეები  მოახდენენ  მათ  მიერ მოპოვებული  მასალის  დემონსტრირებას, მაგ.  აკეთებენ  სტენდს, სადაც  განათავსებენ  გამოჩენილი  ადამიანების  პორტრეტებს, მარკერებით  შესრულებულ  ფრაზებს  აკრავენ  კედელზე,  უჩვენებენ  ვიდეო კადრს,  სლაიდ  შოუს  სახით  მაგ;  ჩანაწერი  გალაკტიონ  ტაბიძისა,  რომელსაც  ყვება  მისი  ძმისწული  ნოდარ  ტაბიძე,   გრ.  რობაქიძეს- აკაკი  წერეთელზე,  წარმოადგენენ  გამონათქვამებს.
ბოლოს  ვაფასებ  მოსწავლეთა  გაწეულ  მუშაობას  საპრეზენტაციო  უნარის  შეფასების  რუბრიკით
საგნებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში;
ქართული, ისტორია, ისტ
პროექტის ხელმძღვანელი;
გულნარა გაბუნია
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა;
gulnara.gabunia11@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი;
gulnaragabunia11.blogspot.com

No comments:

Post a Comment